English / ქართული / русский /
მანანა ხარხელიანი ქიმაძე
შრომითი ემიგრაცია საქართველოდან და მისი სახელმწიფოებრივი რეგულირება

ანოტაცია. სტატიაში _ „შრომითი ემიგრაცია საქართველოდან და მისი სახელმწიფოებრივი რეგულირება“ _ წარმოდგენილია საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული სურათი, მისი მოსალოდნელი პროგნოზი და მოსახლეობის შემცირებაზე გარე მიგრაციის უარყოფითი გავლენა.

გლობალიზაციის ფონზე, როდესაც ქვეყნებს შორის წაიშალა საზღვრები, გარე მიგრაცია და სამუშაო ადგილის არჩევანი ადამიანის ხელშეუხებელ უფლებად იქცა. მაგრამ, სტატიის ავტორები გამოთქვამენ აზრს, რომ თუ საქართველოდან ემიგრაცია არ შენელდა, მაშინ ქვეყანა დაიცლება ქართველებისგან.

საკვანძო სიტყვები: ემირგაცია, მიგრანტები, ემიგრანტები, დასაქმება, დემოგრაფიული ვითარება. 

შესავალი

კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დემოგრაფიული საკითხები ყველა ქვეყნის ყურადღების ცენტრში იდგა. ნებისმიერი ქვეყანა იყო დაინტერესებული იმით, რომ არ დარღვეულიყო დემოგრაფიული კანონზომიერება, კერძოდ, სიკვდილიანობას არ გადაეჭარბებინა შობადობისთვის, მოსახლეობა ყოფილიყო ახალგაზრდული სტრუქტურის, ზომიერი ყოფილიყო მიგრაცია და ა. შ.

საქართველოსთვის ეს საკითხები პრობლემად იქცა 1990 წლიდან. მოცემულ სტატიაში შევეხებით მიგრაციულ პროცესებს, კერძოდ, შრომითი რესურსების ემიგრაციის გაძლიერებას საქართველოდან, რომელიც, თუ მომავალშიც ასეთი ტემპით გაგრძელდა, ეთნოსის დაღუპვას გამოიწვევს. 

1. საქართველოს მოსახლეობის სადღეისო დემოგრაფიული პორტრეტი

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობამ 2017 წლის დასაწყისში შეადგინა 3718,2 ათასი კაცი, ანუ 1682,6 ათასით ნაკლები, ვიდრე 1989 წელს (ცხრილი 1). მათ შორის სოფლის მოსახლეობა შემცირდა 819,9 ათასით, ქალაქისა კი, 862,7 ათასით. მაშასადამე, 1989-2016 წლებში საქართველოს ყველა ტიპის დასახლებაში ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას, რომელიც აიხსნებოდა ან შობადობაზე სიკვდილიანობის სიჭარბით, ან გარე მიგრაციის ინტენსიურობით, ანდა ორივესი ერთად. ცხადია, არც ერთი არ არის მისაღები ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი მოვლენები მისთვის დემოგრაფიულ საფრთხეს შეიცავს. 

ცხრილი 1

საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა 1989-2016 წლებშ ი[საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, 2017, გვ. 18]

წლები

მთელი მოსახლეობა, ათასი კაცი

მათ შორის:

ქალაქის

სოფლის

1989

5400,8

2991,3

2409,5

2002

4371,5

2284,8

2086,7

2005

4321,5

2257,5

2064,0

2010

4436,4

2350,5

2085,9

2015

3713,7

2122,9

1590,8

2016

3718,2

2128,6

1589,6

cvlileba 1989-2016 wlebSi

-1682,6

-862,7

-819,9

საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები მეტად შემაშფოთებელია. დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი კომისიის პროგნოზით, 2050 წლამდე საქართველოს მოსახლეობის კლების ტენდენცია ექნება. არსებული დემოგრაფიული ვითარების შენარჩუნების პირობებშიც კი, 2025 წლისთვის იგი 3600,0 ათას, ხოლო 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, 3000 ათას კაცამდე შემცირდება (ცხრილი 2).

ცხრილი 2

საქართველოს მოსახლეობის პროგნოზი 2050 წლისთვის

[კალატოზიშვილი თ., 2010, გვ. 17]

წლები

მაღალი ვარიანტი

საშუალო ვარიანტი

დაბალი ვარიანტი

2020

4236

4063

2889

2025

4177

3945

3710

2030

4099

3807

3516

2035

4018

3653

3305

2040

3943

3487

3074

2045

3872

3313

2828

2050

3797

3134

2575

როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, საქართველოს მოსახლეობის პროგნოზული გაანგარიშება სამვარიანტიანია. მათგან ყველაზე პესიმისტური არის დაბალი ვარიანტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 2575 ათას კაცამდე, ანუ დღევანდელ დონესთან შედარებით 1143,2 ათასი კაცით შემცირდება.

პროგნოზისტები ამ არასასიამოვნო პროგნოზის მიზეზად ასახელებენ როგორც მოსახლეობის ბუნებრივ კლებას (მოკვდაობის სიჭარბე შობადობაზე), ისე გარე მიგრაციას. ორივე ისეთი პროცესებია, რომელთა მართვა და რეგულირება ქვეყნის მთავრობას შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს მოსახლეობის ადგილზე დასაქმებით და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით. 

2. მოსახლეობისშ რომითი ემიგრაცია საქართველოდან

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოდან მოსახლეობის ემიგრაცია 1991 წლიდან დაიწყო. ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღით 1991-1996 წლები ხასიათდებოდა, რადგან, ეკონომიკური კრიზისის გარდა, ამ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარეობდა ეთნოკონფლიქტები, პარტიული დაპირისპირებები და მრავალი სხვა უარყოფითი მოვლენა, რაც პირდაპირ აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე _ ერთ სულ მცხოვრებზე მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 440 დოლარი [კალატოზიშვილი თ., 2010, გვ. 236], უმუშევრობის დონე 35,9%, სიღარიბის დონე საარსებო მინიმუმის მიმართ 45,2%, სიღარიბის სიმწვავე და სიღრმე კი შესაბამისად 8,7 და 16,8% [Нищета переходного периода. 1998, გვ. 75-77]. იგი იმდენად გაუარესდა, რომ ინტენსიური შრომითი ემიგრაცია, სრულიად ბუნებრივი გახდა. ის სიკვდილისაგან თავის დახსნის ერთადერთი საშუალება იყო.

აღნიშნულის მიზეზით, 1991 წლიდან 1996 წლის ჩათვლით, საქართველოდან გავიდა 232,1 ათასი კაცი (ცხრილი 3).

ცხრილი 3

მოსახლეობი სემირგაცია საქართველოდან

[საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 1999. გვ. 46]

წლები

მოსახლეობის ემიგრაცია საქართველოდან (კაცი)

ცვლილება 1991 წელთან შედარებით

ემიგრანტ მოსახლეობის პროცენტი საერთო მოსახლეობასთან (%)

1991

60,6

-

1,1

1992

49,6

-11

0,9

1993

39,8

-21,7

0,7

1994

44,2

-16,4

0,8

1995

25,9

-34,7

0,5

1996

12,9

-47,7

0,2

სულ

232,1

-

-

 

ცხრილი 3-დან ჩანს, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის გასვლის ტალღა მაღალი ტემპით დაიწყო და შემდეგ თანდათან შემცირდა. 1991 წელს ქვეყნდიან გავიდა მთელი მოსახლეობის 1,1%, 1996 წელს კი _ 0,2%.

აღნიშნული ვითარება დღემდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ქვეყნაში კვლავაც ეკონომიკური კრიზისია, მოსახლეობის 50% სიღატაკესა და სიღარიბეშია, მოსახლეობის 11,8% უმუშევარია. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 170 ლარი, ანუ დღეში 5,6 ლარია. ანუ დღევანდელი კურსით 2,3 დოლარი (5,6 : 2,45 = 2,9 დოლარი). თუ მივიღებთ ცნობად, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სიღარიბის ზღვრად დღეში 2,0 დოლარი შემოსავალი განსაზღვრა, მაშინ გამოდის, რომ შრომისუნარიანი მამაკაცის თვიური 170 ლარი უზრუნველყოფს მხოლოდ მის სიცოცხლეს და არა მის შრომისუნარიანობას.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით 2016 წელს საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ანგარიშით თვიური საშუალო შემოსავალი 294,2 ლარს, ანუ დღეში 9,8 ლარს შეადგენდა.  2016 წლის დოლარის კურსით ეს იყო 4,2 დოლარი (9,8 : 2,30 = 4,2 დოლარი). უფრო ნაკლები იყო იგი წინა 2001-2015 წლებში. ასე რომ, 21-ე საუკუნესაც საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებული შეხვდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ემიგრაცია საქართველოდან შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2005 წლიდან ოფიციალურად ასაჯაროებს მხოლოდ მიგრაციის სალდოს, ანუ სხვაობას ქვეყნიდან გასულ და ქვეყანაში შემოსულ მიგრანტთა რაოდენობებს შორის.

ამ ინფორმაციით (ცხრილი 4), 2005-2016 წლების პერიოდში, ანუ 12 წლის განმავლობაში ქვეყნიდან შემოსულთა რიცხვი აღემატებოდა გასულთა ანუ ემიგრანტთა რიცხვს _ 2006 წელს _ 12,1 ათასი კაცით, 2007 წელს _ 20,7 ათასი კაცით, 2008 წელს _ 10,2 ათასი კაცით, 2012 წელს _ 21,5 ათასი კაცით, 2013 წელს _ 2,6 ათასი კაცით, 2014 წელს _ 6,5 ათასი კაცით, 2015 წელს _ 3,4 ათასი კაცით, ხოლო 2016 წელს _ 8,1 ათასი კაცით. მხოლოდ ოთხ წელს (2005, 2009, 2010 და 2011 წლები) იყო ემიგრანტთა სიჭარბე საქართველოში იმიგრირებულთა რიცხვთან შედარებით.

ცხრილი 4

მოსახლეობის ემირგაცია საქართველოდან

[საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2017, გვ. 32; 7, გვ. 35]

 

მიგრაციის სალდო (ათასი კაცი)

გასულთა ნაკლებობა შემოსულებზე (-)

გასულთა მეტობა

შემოსულებზე (+)

2005

-

76,3

2006

-12,1

-

2007

-20,7

-

2008

-10,2

-

2009

-

34,2

2010

-

18,1

2011

-

20,2

2012

-21,5

-

2013

-2,6

-

2014

-6,5

-

2015

-3,4

-

2016

-8,1

-

ანალიზით აღმოჩნდა, რომ 2012 წელს საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლის მიუხედავად, რომელთა საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის დასაქმებას, მოსახლეობის ემიგრაცია საზღვარგარეთ მაინც გრძელდება. ამის მიზეზი სწორედ დაპირებების არ შესრულებაა. GFSIS-ის კვლევის თანახმად, საქართველოში უმუშევრობა არა 11,8%, არამედ, თითქმის 30%-ია [საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2016, გვ. 14]. მოსახლეობის ამ ნაწილს სხვა გამოსავალი აღარ აქვს და ისინი შრომით ემიგრაციაში მიემგზავრებიან. 

3. შრომითი ემიგრაციის რეგულირება და სრულყოფა

მიგრაციის საკითხი დღეს მწვავე დისკუსიის თემას წარმოადგენს. ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ის ფაქტობრივად არც არსებობდა. მას შემდეგ, რაც გლობალიზაცია გაფართოვდა, ქვეყნებს შორის საზღვრები წაიშალა, შრომითი რესურსების მიგრაციაც ინტენსიური გახდა. ამას ხელი შეუწყო აგრეთვე სოციალისტური ბანაკის დაშლის შედეგად წარმოშობილმა კრიზისმა, ეთნოკონფლიქტებმა, ცხოვრების დონის დაცემამ და საკუთარ ქვეყანაში არსებობის უიმედობამ.

შრომით ემიგრაციას აქვს უარყოფითი მხარეც და დადებითიც. უპირველსად იგი „მშობელ“ ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს აყენებს, რადგან პროდუქციას სხვა ქვეყანაში ქმნის. ასევე, მას უქმნის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ საფრთხესაც.

მაგრამ ემიგრაციას აქვს დადებითი მხარეებიც. კერძოდ, პირველ რიგში გზავნილები დასაქმებული ემიგრანტების მხრიდან, გარდა ამისა, ისინი ეცნობიან უცხოეთის ქვეყნების წარმატებებს და ნერგავენ მათ თავის ქვეყანაში, ხელს უწყობენ ღია საზოგადოების ჩამოყალიბებას.

საქართველოდან სამუშაო ძალის ემიგრაციის „შუქ-ჩრდილები“ ჯერჯერობით კომპლექსურად შესწავლილი არ არის. ეს თემა შესწავლას ელოდება. თუმცა, თუ გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია და თუ მსოფლიომ უნდა იცხოვროს „საზღვრების გარეშე“, ადამიანებს ვერ დავუშლით გააკეთონ დასაქმების ადგილის არჩევანი. 

დასკვნა

ყოველივე ზემონათქვამის მიუხედავად, ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ემიგრაციის ტემპის შესამცირებლად და მიგრანტთა უკან დასაბრუნებლადაც; შეუქმნას მათ სამშობლოში დასაქმების და ღირსეული ცხოვრების პირობები. ეს თუ თავისდროულად არ მოხდა, საქართველო დაიცლება ქართველი მოსახლეობისგან. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. კალატოზიშვილი თ., 2010. საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული პორტრეტი მიმდინარე საუკუნის დასაწყისისთვის, კონფერენციის მასალები, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტი.

2. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2017.

3. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 1999.

4. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2000.

5. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2017.

6. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2016.

7. ხუნდაძე ტ., უმუშევრობის თავსატეხი, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, 12.02.2018.

8. Нищета переходного периода. 1998. Региональное бюро по странам европы и СНГ. М.